ტრანსპორტი აზერბაიჯანში
ტრანსპორტი აზერბაიჯანში (აზერ. Azərbaycanda nəqliyyat) მოიცავს საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას. აზერბაიჯანის ყველა სატრანსპორტო მომსახურება, ნავთობისა და გაზის მილსადენების გარდა, რეგულირდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ[1][2].
მოკლე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან დაიწყო განვითარება აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებისა და ათვისებისას. ნავთობპროდუქტების წარმოებამ, ნავთობის გადამუშავებამ და მიწოდებამ თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ნავთობის მრეწველობის განვითარებამ გამოიწვია პირველი სატრანსპორტო საშუალებების გამოჩენა ქვეყანაში. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის აშენდა საზღვაო ნავსადგურები. პირველი საერთო მოხმარების რკინიგზა ბაქო-საბანჩი-სურახანი თავდაპირველად ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომ მოცემული დარგის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდა. ეს მოხდა სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე[1].
რკინიგზის ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკონიგზა აზერბაიჯანში ერთ-ერთი მთავარი ტიპის ტრანსპორტია. მისი წილი სატვირთო ბრუნვაში შეადგენს 40% -ს,ხოლო სამგზავრო ბრუნვაში 25% -ს[3]. 1980 წელს სატვირთო ბრუნვა შეადგენდა 80%-ს, ხოლო სამგზავრო ბრუნვა 50%-ს. შემდგომში უკვე მოცემული ტენდენცია იცვლება. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით - სსრკ-ს დაცემით, ეკონომიკური კავშირების დარღვევით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით. კრიზისის მაღალი მაჩვენებელი 1991-93 წლებში იყო[4]. 1995 წლიდან იწყება აღორძინების პროცესი. 2000 წლიდან მოცულუბის მატებაც დაიწყო. 2007 წელს რკინიგზით გადაიტანეს 35 მლნ.ტონამდე ტვირთი[5]. რკინიგზის საერთო განფენილობა 2125 კმ-ია.
სარკინიგზო გზების ქსელი აზერბაიჯანში და მისი ინფრასტრუქტურა ეკუთვნის დახურულ სააქციო საზოგადოებას „აზერბაიჯანის რკინიგზას“. მათ გარდა ტრანზიტის უფლება აქვთ კომპანიებს Middle East Petrolium და Azersun.
XIX საუკუნის ბოლოდან აზერბაიჯანში აშენდა და ექსპლუატაციაში მიეცა რკინიგზის ვიწრო ლიანდაგიანი ხაზები. მათი უმრავლესობა ეკუთვნოდა აზნეფტსა და აზერბაიჯანის სსრ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 1947 წელს ბაქოში, ხოლო 1977 წელს ნახიჩევანში აშენდა საბავშვო რკინიგზები. ამ რკინიგზების მიზანი იყო ბავშვებში ინტერესის გაზრდა რკინიგზების მიმართ, მათი თეორიული და პრაქტიკული მომზადება შემდგომში რკინიგზაზე მუშაობისთვის. აღსანიშნავია, რომ ორივე რკინიგზა დაიკეტა.
რკინიგზის ერთ-ერთი ნაირსახეობა ბაქოს მეტროპოლიტენია, რომელმაც მუშაობა დაიწყო 1967 წლის 6 ნოემბერს. 2016 წლის მონაცემებით, ბაქოს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 608 200 მგზავრი გადაჰყავს.
საავტომობილო ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანაში 25 000 კილომეტრიანი გზებია. ისინი ემსახურებიან სატვირთო გადაზიდვებსა და უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომობას საერთაშორისო მაგისტრალებზე. საავტომობილო გზებს ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტებზე განახლება მზარდი ტრანზიტის მიზნით. ძირითადი და სოფლის გზები სავალალო მდგომარეობაშია. ამ მხრივ საჭიროა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. 2003 წელს, სატვირთო გადაზიდვებმა მთელი სატვირთო გადაზიდვების 54% შეადგინა.
ტრანსპორტის სამინისტროს დეპარტამენტის მიერ მაგისტრალური გზების 22,134 კმ-ის მომსახურება და ექსპლუატირება ხდება. მათგან 1,684 შეადგენს საერთაშორისო მაგისტრალებს, 2,669 სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალებს, 13,000 ადგილობრივი მნიშვნელობის მაგისტრალებს. ქვეყნის მასშტაბით ხიდების საერთო რიცხვი 1,201 კმ-ია.
ავტობუსი არის ყველაზე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში. იგი აერთიანებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებს, ასევე ქვეყანას სხვადასხვა ქვეყნებთან — საქართველოსთან, ირანთან, რუსეთთან, თურქეთთან.
მილსადენური ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილსადენები უზრუნველყოფენ რაციონალურ გზას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის. ახალი სანავთობო სტრატეგიის ფარგლებში აღდგა და აშენდა შემდეგი მილსადენები - ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი.
1930 წელს ექსპლუატაციაში მიეცა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოცემული ნავთობსადენი ჩაინაცვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენებით. დღესდღეობით მოქმედი მილსადენებია:
- შაჰდენიზის გაზსადენი
- ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი
- ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი
- ბაქო-სუფსის ნავთობსადენი
საზღვაო პორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაქოს პორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაქოს პორტმა დიდი ნიშვნელობის შეძენა დაიწყო XIX საუკუნის 70–80-იან წლებში. ამ პერიოდში აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვება იზრდებოდა და ვითარდებოდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში პორტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრონტზე ტვირთების გაგზავნის მხრივ.
დღესდღეობით პორტს შეუძლია წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა და 9–10 მილიონი ტონა საერთო ტვირთის დამუშავება. მთავარი სატვირთო ტერმინალი მდებარეობს ბაქოს ცენტრში, შედგება 6 ნავმისადგომისგან, რომელთა საერთო სიგრძე 866 მ-ია, სიღრმე 7 მ-ია. საკონტეინერო ტერმინალს წელიწადში 15 ათასი კონტეინერის მიიღება შეუძლია
კასპარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის მსხვილი სანაოსნო კომპანია არის კასპარი. იგი ასევე კასპიის ზღვის ავზში არსებული ყველაზე მსხვილი კომპანიაა. კასპარს ტრანზიტით გააქვს ყველა სახის ტვირთები, მაგრამ ყველაზე დიდი წილი უკავია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას. კასპარი ასევე ფლობს ნავის სარემონტო ქარხნებს. კასპარის ფლოტი შედგება 86 ნავისაგან[6].
გარდა ამისა სხვა სანაოსნო კომპანია — კასპიის საზღვაო სანოვთობო ფლოტი არსებობს. ის წარმოადგენს სოკარის სრტუქტურულ განყოფილებას, რომელიც სპეციალიზირდება საზღვაო ნავთობტრანზიტზე, ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე, წყლისქვეშა მილსადენების გაყვანაზე, ასევე საავარიო - მაშველური სამსახურის გაწევაზე. ფლოტს ჰყავს 259 ნავი სხვადასხვა დანიშნულებისთვის. მას გააჩნია საერთაშორისო სერტიფიკაცია და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების რეალიზაციაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში[7].
საავიაციო ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის დიდი ქალაქები დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან და დედაქალაქთან ავია მიმოსვლით. აზერბაიჯანის სახელმწიფო საავიაციო ტრანსპორტია აზერბაიჯანის ავიახაზები. აეროპორტების საერთო რიცხვი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 35-ს[8], მათ შორის ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი, განჯის საერთაშორისო აეროპორტი, გაბალას საერთაშორი აეროპორტი, ლენქორანის საერთაშორისო აეროპორტი, ზაქათალის აეროპორტი. გარდა ამისა ზაბრათში ვერტმფრენის აეროდრომი მდებარეობს.
აზერბაიჯანში ფუნქციონირებენ კერძო ავიაკომპანიებიც: Imair Airlines, Turan Air, Silk Way Airlines
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 История
- ↑ World Investment News
- ↑ «Очерки истории стальной магистрали Азербайджана» Б,Султанов, Баку, 1997
- ↑ «Очерки истории стальной магистрали Азербайджана» Б,Султанов, Баку, 1997
- ↑ Газета «Azərbaycan dəmiryolçusu» (Железнодорожник Азербайджана), июль, 2008
- ↑ Азербайджанское Каспийское Морское Пароходство
- ↑ Каспийский Морской Нефтяной Флот Пароходства пополнился двумя судами. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-22. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ MIDDLE EAST :: AZERBAIJAN დაარქივებული 2016-07-09 საიტზე Wayback Machine. - CIA
|